понедельник, 17 ноября 2014 г.

          იმდენი ხანი ველოდე ბათუმის თოჯინების თეატრის გახსნას
                                  გაიზარდა ჩემი ბავშვები უთეატროდ!!!

მომინდა   დამეწერა,  როგორ შეიძლება საზოგადოების ის ნაწილი ვისაც შვილები ჰყავს ვერ ხვდებოდეს და არ აწუხებდეს თოჯინების თეატრი რომ არ გვაქვს. მივხვდი ავიწყდებათ მშობლებს რა მაგარია თოჯინების თეატრი და რა საჭირო ბავშვებისთვის.
მადლობა მედეას რომ დადის, დადის და შემოვლის გზით ახსენებს და არ აძლევს ხალხს დავიწყების უფლებას.  გაჭირვებით, წვალებით მაგრამ მაინც  ფარ-ხმალს არ ყრის. მიყვარხარ ამისთვის მედეა .
გექნებათ თეატრი, შენობაც, საგრიმიოროც, დარბაზიც, სახელოსნოც,  . გექნებათ, თქვენ ყველაფერი გექნებათ, რადგან დაიმსახურეთ.   მადლობა მედეა შენ კიდევ ერთხელ და თითოეულ ადამიანს ვინც გვერდით გყავს ამ საქმეში.

რა არის საბავშვო თეატრი და რად გვინდა საერთოდ? ....
საბავშვო  თეატრის ერთ ერთი  დანიშნულებაა: ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მომზადება, კეთილისა და ბოროტის შეცნობა, ანალიზის უნარის ჩამოყალიბება და დიდ ხელოვნებასთან მისასვლელი ბილიკის გაკვალვა. ბავშვთა უფლებების განმარტება და პოპულარიზაცია.


შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა და განვითარება.
სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვების ინტეგრაცია  თანატოლების წრეში.
დახვეილ, გამართულ მეტყველებაზე ყურადგების გამახვილება.
თეატრში მოქცევის წესების შესწავლა, გათავისება.
მოსმენის კულტურის ჩამოყალიბება   (დამეთანხმებით დეფიციტია)
ნანახის გაანალიზება და გადმოცემა.სხვისი ნაშრომის დაფასება.(ტაშის არ დაშურება)ახლა ასე რომ მივყვე და ვწერო ყველაფერი რასაც მე ვფიქრობ საბავშვო თეატის როლზე ბავშვის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში ვიაცა  მომედავება და ნერვებს მომიშლის.
ვიცი ინგლისური და მათემატიკაც რა მნიშვნელობისაა.....

პეპი გრძელი წინდა, კარლსონი, წითელქუდა,  კრილოვის იგავარაკების მიხედვით სპექტაკლები  (და რომ არ დავწერო ჩემი შვილი მომედავება ) რაპუნცელი და ა.შ ბავშვობაში თუ არ გინახავს შენი წაკითხული წითელი და შავი, სამოსელი პირველი,  და ა.შ   სულ სხვანაირი იქნება დიდობაში. ყველაფერს საუკეთესოს და პირიქით, ბავშვობაში ეყრება საფუძველი, შენდება შენდება და ბოლოს ან სასახლეს მიიღებ ან ქოხს უპატრონოს.


ბავშვის განვითარება უნიკალური და კომპლექსური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი ზოგადად ჩამოყალიბებულ განვითარების ეტაპებს მიჰყვება, არ არის სავალდებულო, რომ ყველა ბავშვი ზუსტად ერთნაირად მიყვებოდეს ამ  ეტაპებს. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბავშვის განვითარება დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც ის იზრდება და იმ გამოცდილებაზე, რასაც იგი ამ გარემოში იღებს.











5 წლის ბავშვები არიან კრეატიულები  და უყვართ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. შეუძლიათ შემოგვთავაზონ პრობლემის გადაჭრის ან რაიმეს გაკეთების რამდენიმე გზა. ახალ სიტუაციებში მონაწილეობის და ახალი გამოცდილების მიღების დროს უყვართ ანალიტიკური კითხვების დასმა. აანალიზებენ საკუთარ არჩევანს. ამ ასაკში ბავშვები უფრო მეტად სოციალურები ხდებიან ახალი რამის შესწავლის პროცესში. ურჩევნიათ ისეთი აქტივობები, რომელიც მოითხოვს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.
და ერთ ერთი საუკეთესო ადგილი სხვა ადგილებთან ერთად ამ ყველაფრისთვის არის თეატრი. 



 ბავშვებს აქვთ უნარი გაითამაშონ პატარა დადგმები, შეასრულონ პანტომიმის მოძრაობები და ითამაშონ თოჯინების თეატრი.
ამიტომ ამ ასაკში რახან ასე დიდია ბავშვის აღქმა, თეატრი მას ბოროტისა და კეთილის შეცნობას, ხელოვნებით დაინტერესებას , გარკვეულ წილად პრობლემების გადაჭრის გზებს და მოკლედ ბევრ რამეს ასწავლის.



ახლა ამ ჩემი პოსტის  J  შემეცნებით ისტორიული კოლაჟი.

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მდიდარი თეატრალური კულტურა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი - მოცეკვავე ხარის ნიღბით. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება მინიატურებზე, ხელნაწერებში, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე და ა.შ.უძველესი თეატრალური სანახაობის არსებობას ადასტურებს ქართული ხალხური პოეზია და მხატვრული ლიტერატურა. ქართული თეატრის ფესვები ძალზე შორეულია და მისი საწყისები დაკავშირებულია მოსავლის აღების რიტუალურ დღესასწაულებთან. ძვ. წ. აღ. VI-III სს-ში კოლხეთის სამეფოში, ქუთაისის მახლობლად, აშენებული იყო არენა1, სადაც ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები და სხვა სანახაობები. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი.

ქართლში კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქ უფლისციხეშიც (ძვ. . აღ. III-II სს) ყოფილა სცენა, მუსიკოსთათვის განკუთვნილი ადგილი და მაყურებელთა დარბაზი.
ვანში აღმოაჩინეს ანტიკური ხანის თეატრალური ნიღაბი, რომლის ერთი მხარე სიცილის გამომხატველია, მეორე კი - სერიოზული გამომეტყველებისა. ნიღბების მსგავსება ძველ ბერძნულ და ძველ რომაულ ნიღბებთან მოწმობს, რომ საქართველოში იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ სანახაობათა კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში არსებობდა თეატრონი, სადაც ასრულებდნენრუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას“. ძველ ქართულ ხალხურ სანახაობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიღბოსანთა თეატრი - ბერიკაობა. ბერიკები თაობათა მიერ დამუშავებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული სცენარების მიხედვით ქმნიდნენსპექტაკლებს“, თუმცა მთელ რიგ სცენებს უშუალოდ შუა საუკუნეებში გაჩნდა სახალხო თეატრიც, რომელსაცსახიობაეწოდებოდა.


თეატრში მაყურებელს სთავაზობდნენ ცხოვრებისეულ სიუჟეტებს, პატრიოტულ სცენებს. ამ თეატრის მსახიობები მოცეკვავეები და მომღერლებიც იყვნენ. ისინი იყენებდნენ ნიღბებს. სახიობის თეატრს სათავეში ედგა დავით მაჩაბელი, ამავე დასში იყო საიათნოვაც. XVII საუკუნეში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის ლექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი. სასკოლო თეატრში კითხულობდნენ ლექსებს, დგამდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. ასეთი თეატრი სასულიერო სასწავლებლებთან არსებობდა. მათთვის იწერებოდა საგანგებო, რელიგიური შინაარსის სასკოლო დრამები6. XVIII საუკუნეში ერეკლე მეორის კარზე შეიქმნა საერო თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი ავალიშვილი. თეატრის დასი წარჩინებული, განათლებული, წიგნიერი ადამიანებისაგან შედგებოდა. ქართული თეატრალური ტრადიციების მიუხედავად, საქართველოში არ არსებობდა მუდმივმოქმედი თეატრალური დასი. ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილები იყო თბილისის კეთილშობილთა


სასწავლებელი, ოჯახური წარმოდგენები, შეკრება-საღამოები. ლიტერატურულ სალონთა შორის ცნობილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის, მამია გურიელის, მელიტონ ბარათაშვილის, მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონები. ნიადაგი მუდმივმოქმედი თეატრალური დასისათვის უკვე შემზადებული იყო. ამ დროისათვის არსებობდა ოცზე მეტი, როგორც ქართული, ისე ნათარგმნი პიესა. 1850 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით მსახიობმა გიორგი ერისთავმა დააარსა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა - გიორგი ერისთავისგაყრათბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული. გიორგის ერისთავის თეატრმა მხოლოდ ექვს წელს იარსება, მაგრამ მან უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებასა და მშობლიური ენის შენარჩუნებაში.

გახსოვდეთ თეატრი, იარეთ თეატრში.



понедельник, 27 октября 2014 г.

დედოფლები

                             მუსიკას , რომელიც მიყვარს  ჰყავს დედოფლები!





,,ბლუზი - ქალია, რომელსაც სევდით აქვს სავსე სული.
ბლუზი -  ქალის დაღვრილი ცრემლია  სატრფოსთვის .’’
                                                         


    ამბობენ, რომ ბლუზი  ქალებისთვისაა შექმნილი.  ბლუზის შემსრულებელი ქალები, ძირითადად, სერიოზული მუსიკალური განათლების მქონე პიანისტები იყვნენ. თითოეულმა მათგანმა ჩაწერა ცალკეული თავი ჯაზის ისტორიაში. მათ არ აშინებდათ არც ღამის კლუბებში მძიმე სამუშაო და არც ორკესტრთან ერთად დაუსრულებელი მოგზაურობის სირთულეები. 
    ამ მომღერალმა ქალბატონებმა კარგი დღეებიც გამოიარეს, მაგრამ ისეთი დღეებიც იწვნიეს, რომლებიც დარდითა და სევდით იყო სავსე, დღეები, როცა მათ სურდათ ეყვირათ: 

,,მომეცით საშუალება დავასრულო ეს ბლუზი!’’. 

                                   ბევრ მათგანზე ლეგენდები დადის.

   ადრეულ სტადიაში ჯაზზე დიდი ზეგავლენა იქონია ორმა ქალმა - ლილ ჰარდინმა და ლავი ოსტინმა.




 ორივე ფორტეპიანოზე დაკვრას  სწავლობდა და  კლასიკური რეპერტუარის შესასრულებლად ემზადებოდა. ამბობენ, რომ ლილის დედა ძალიან უკმაყოფილო იყო, როცა მისი 17 წლის ქალიშვილი კინგ ოლივერის ორკესტრში სამუშაოდ წავიდა. მალე ლილი ცოლად გაჰყვა  ორკესტრის მეორე კორნეტისტს ლუი არმსტრონგს და  იგი დაარწმუნა,  დამოუკიდებელი მუსიკალური საქმიანობა დაეწყო. ის ბევრს წერდა ცნობილი ,,ცხელი ხუთეულისთვის’’. 1932 წელს ლილი  არმსტრონგს დაშორდა, მაგრამ  ფირფიტების ჩაწერას და ბლუზის მომღერლების აკომპანირებას განაგრძობდა.
                                          



     ლავი ოსტინმა, ჯაზური მუსიკის კიდევ ერთმა კომპოზიტორმა და პიანისტმა, ოციან წლებში, ჩიკაგოში თავისი შესანიშნავი ჯაზ-ბენდი ჩამოაყალიბა, რომელშიც იმ დროის ბლუზის საუკეთესო შემსრულებლები გამოდიოდნენ. ლავიმ დიდ მატერიალურ წარმატებას მიაღწია: ის ლეოპარდის მანტოთი დადიოდა და ლეოპარდის ბეწვით გააწყო თავისი მანქანის - ,,შტუც-ბერკეტის’’ ინტერიერი.
                                 
    1961 წელს ლილიმ და ლავიმ, რომლებიც ჯერ ისევ თავიანთი ტრიუმფის ქალაქში - ჩიკაგოში ცხოვრობდნენ, ჩიკაგოს ჯაზის ეპოქის    სხვა ვეტერანებთან ერთად, ჩაწერეს ფირფიტების ციკლი, რომლებსაც სავსებით მორგებულად დაერქვა ,,ცოცხალი ლეგენდები’’. მაგრამ, ჯაზმენ ქალებს შორის ყველაზე ლეგენდარული  ,,ბლუზის დედოფალი’’, უკვდავი ბესი სმიტი გახლდათ. 




როგორც ყვებიან, ახალგაზრდობაში, ბესი სმიტი, კოკისპირული წვიმების მიუხედავად, საათობით იჯდა ბრბოსთან ერთად ,,ბოცვრის თათის მინისტრელების’’ კარვის წინ და ,,მამილო’’ რეისთან ერთად მღეროდა. 1922 წელს მამილომ  ბესი გასტროლებზე წაიყვანა და  მას ბლუზის შესრულება ასწავლა. 
    უხეში, მძლავრი ხმით ,,მამილო რეი’’ გასძახოდა ბლუზებს და ალბათ, თავის დროში, მათი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მაგრამ ბესი მასზე უკეთესი გახდა და ,,ბლუზის დედოფლის’’ ტიტული მოიპოვა. ~
    
     მასიური, ფაშფაშა ბესი კარგი ცხოვრების მოტრფიალე . 1924 წლიდან 1930 წლამდე ის (როგორც სიმღერაშია) ,, მილიონერი ქალის ცხოვრებით ცხოვრობდა,  აკძალულ თვითნახადს და ცქრიალა შამპანურს სვამდა.’’ მერე ანგაჟამენტებმა სულ უფრო და უფრო იკლო და ბესიმ გაიგო (ისევ და ისევ, როგორც სიმღერაშია), რომ ,,არავინ გიცნობს, თუ დაბლა ჩამოვარდი და მწყობრიდან ამოვარდი’’. 1936 წელს ბესი გამოვიდა ჯაზით ღამის კლუბ  ,,ცნობილ კარში’’, რომელიც ნიუ-იორკში, 52-ე ქუჩაზე მდებარეობდა. გიტარისტი ედი კონდონი ამ საღამოს ასე აღწერს: ,,ის ჯერ ისევ დიდებული ბესი იყო. როცა ჩვენ გავიგონეთ მისი ჯადოსნური ხმა, რომელიც სევდიან ცხოვრებაზე ჩიოდა, ვიგრძენით, რომ ჩვენი ცხოვრების გზაზე გასავლელი სირთულეები შეგვიმსუბუქდა. იმ საღამოს კლუბში მილდრედ ბეილიც იყო, მაგრამ სიმღერაზე მან უარი განაცხადა. და სწორადაც მოიქცა: არავის შეუძლია იმღეროს ბესის შემდეგ.’’




                   
     მილდრედ ბეილის მხრიდან ბესისადმი მოწიწება არ იყო საფუძველს მოკლებული, თუმცა, თვითონ ბეილიც ჯაზის არტისტების გამორჩეულ ნაწილს განეკუთვნებოდა. მაღალი ხმის მქონე მოსული ქალბატონი ჯაზის საუკეთესო ვოკალისტების რიგში იდგა. მის ფირფიტას ,,სავარძელი’’ დიდი წარმატება ხვდა წილად, ამ დროიდან მას იხსენიებდნენ, როგორც  ,,ლედის სავარძელში’’.
  
           

  ოცდაათან წლებში სამოყვარულო კონცერტებზე ჩამოყალიბდა ჯაზის ორი არაჩვეულებრივი მომღერალი - ბილი ჰოლიდეი და ელა ფიცჯერალდი. 


    ბილი ჰოლიდეი, მეტსახელად ,,ლედი დეი’’, დაიბადა 1915 წელს. 15 წლის  გამოდიოდა ჰარლემის კლუბებში, სადაც მას ყურადღება ბენი გუდმანმა მიაქცია. უმშვენიერესი ქალი, კაბაზე   გარდენიით.



1935 წლიდან 1939 წლის ჩათვლით ის ტედი უილსონის ჯაზში მღეროდა. შემდეგ  კაუნტ ბეისისთან და არტი შოუსთან ერთად გამოდიოდა. 40-იან და 50-იან წლებში ბილი ბლუზების სოლო-შემსრულებლად იქცა. თავისი დიდების ზენიტში ბილის ,,52-ე ქუჩის დედოფლად’’ მიიჩნევდნენ, მაგრამ მერე დაცემის პერიოდი დადგა. ის 1959 წელს გარდაიცვალა. მისი შესრულების მანერის შესახებ ერთ ერთი კრიტიკოსი წერდა: ,,ხმის სრულიად უნიკალური ტემბრი - დაუმუშავებელი, მაგრამ გაჟღენთილი ცეცხლოვანი ემოციებით.’’



    
    ელა ფიცჯერალდი ბილიზე ცოტათი უმცროსი იყო. 



ოდესღაც, ყმაწვილქალობაში, ელა მოკრძალებით თხოვდა ლედი დეის ავტოგრაფს. ელას ხმა აოცებს დიაპაზონის სიდიდით, მისი სიმღერის სტილი სრულიად განსაკუთრებულია, სწორედ სტილი აძლევს საშუალებას ელას აქციოს კარგი სიმღერა უკვდავად, ხოლო ცუდი - კარგად. ელას შემოქმედებითი გზა  1935 წელს დაიწყო, როცა მან, 17 წლისამ, სიმღერა დაიწყო ნიჭიერი დრამერის ჩიკ უების ორკესტრში ჰარლემის საცეკვაო დარბაზ ,,სავოიში’’.ხუთი წლის შემდეგ უები გარდაიცვალა და ელამ, რომელსაც ჯერ სრულად არ გამოევლინა თავი, ქალთაგან ერთ-ერთმა პირველმა იტვირთა ჯაზ-ბენდის ხელმძღვანელობა. 50-იან წლებში ის ,,ფილარმონიულ ჯაზთან’’ ერთად  გასტროლებზე იყო, ამ პერიოდში ის ფეხს უწყობდა ჯაზის სტილურ ცვლილებებს და პოულობდა და  ახალ გზებს ეუფლებოდა.

             

   სვინგის დროის კიდევ ერთი ცნობილი მომღერალი  ანიტა ო’დეი იყო.   




 ის გამოირჩეოდა არა მხოლოდ სრულიად განსაკუთრებული, ჩახლეჩილი, თავისებურად მიმზიდველი ხმით, არამედ   იმითაც, რომ სწორედ მან მოახდინა უდიდესი გავლენა ისეთ მომღერალ ქალებზე, როგორებიც არიან ჯუნ კრისტი და კრის კონორი, და ამით  ჯაზის ისტორიაში შევიდა. 1941 წელს ანიტამ  მუშაობა დრამერად ჯინ კრუპის ჯაზ-ბენდში დაიწყო და ვინაიდან იქ უკვე იყო ერთი დრამერი, ანიტას ვოკალური ნომრების შესრულება მოუწია. 1944-1945 წლებში ანიტა სტენ კენტონომთან ერთად გამოდიოდა; მოგვიანებით კი  გასტროლებზე ბენი გუდმანის ორკესტრთან ერთად დადიოდა.


                         
   
 უნდა აღინიშნოს კიდევ ორი მომღერალი ქალი, რომლებსაც არ მიუღიათ ვოკალური განათლება - სარა ვოენი 

,,საკვირველი სარა’’ ბი-ბოპის მთავარი ქურუმი იყო და დიზი გილესპისა და ჩარლზ პარკერის აღფრთოვანებას იწვევდა. 1943 წელს, მან, როგორც მომღერალმა და მეორე პიანისტმა, მუშაობა  ერლ ჰაინსის ჯაზში დაიწყო. 1945 წელს, ჯონ კერბისთან ერთად სიმღერის პერიოდში, ბილი ეკსტაინმა დაარწმუნა სარა, შეემუშავებინა საკუთარი სტილი, რომელიც ახლა მის ფირფიტებზეა უკვდავყოფილი და ბოპის მანერითაა შესრულებული


და დაინა ვაშინგტონი. 


. დაინა ვაშინგტონი ნიუ-იორკში ჩიკაგოდან ჩამოვიდა. ის ღრმად რელიგიურ გარემოში იყო აღზრდილი.  ჩიკაგოში დაინა ეკლესიის გუნდს ფორტეპიანოზე უკეთებდა აკომპანიმენტს. 1943 წელს მან  ლაიონელ ჰემპტონს ჯაზში მომღერლად დაიწყო მუშაობა  და სამი წლის მერე ცნობილ სოლისტად იქცა. ყველაზე უხეშ ბლუზებშიც კი, რომელთა შესრულება  დაინას უწევდა, აშკარად იგრძნობოდა, რომ ის ეკლესიის გუნდში მღეროდა. დაინას პოპულარობა შორს გასცდა ჯაზის მოყვარულთა ჩვეული წრის ფარგლებს.
                        
     ჯაზის გამოჩენილი პიანისტი ქალი  მერი ლუ უილიამსი იყო. \



 20-იანი წლების შუა პერიოდში, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, ცდილობდა ახლოს ყოფილიყო ლავი ოსტინთან, ითავისებდა შესრულების მისეულ მანერას. თავისი საკუთარი მუსიკალური ქმნილებები მერიმ აჩვენა ენდი კერკს - ჯაზ-ოკრესტრ ,,კანზას-სიტის’’ ხელმძღვანელს. მერის მიერ შექმნილი კომპოზიციები გასაოცარი ნიჭიერებით გამოირჩეოდა და კერკმა მათი შესრულება დაიწყო. 1931 წელს მერი უკვე ამ ორკესტრის მუდმივი პიანისტი იყო. სპეცილისტების აზრით, მის მიერ შექმნილი კომპოზიციები საუკეთესოა იმათგან, რაც ოდესმე საესტრადო ჯაზისთვის დაწერილა. ბენი გუდმანის თხოვნით, მერი მისთვის არანჟირებებსაც აკეთებდა.   

   იყვნენ, რა თქმა უნდა, სხვებიც - ბერტა (,,ჩიპი’’) ჰილი, რომელიც ჯერ მამილო რეინისთან ერთად მღეროდა, ხოლო შემდგომ, ოციან წლებში კინგ ოლივერის ჯაზში. ორმოციან წლებში მისი ხმა ისევ აჟღერდა ესტრადაზე და ჯაზის სამყაროს სასიხარულოდ, უფრო ღრმა და მდიდარი გახდა.  შემდეგ აუცილებელია დავასახელოთ ლი უილი: შესრულების ინტიმურმა, ოდნავ ეროტიკულმა მანერამ  ეს ქალი  ნიუ-იორკის ჯაზურ  ესტრადაზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერლად აქცია.
    ისევე, როგოც თავის დროზე, დასავლეთში გადასახლებულთა ცოლები, ჯაზის ქალებიც,  მამაკაცებს წინსვლაში ეხმარებოდნენ.  ნიჭიერ ქალთა სახელები ამ ამერიკული მუსიკალური ჟანრის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.

                        დღეს დილიდან ჯაზის ამ ნოტაზე ვარ.